ილია მეორემ 77 წლის მიხა პაპა მონათლა

© Courtesy of Dea Soseliaმიხა არაბული
მიხა არაბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხა არაბული, უკვე ოც წელზე მეტია მარტოდმარტო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და სოფლის მიტოვებას არც აპირებდა

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 77 წლის მიხა არაბული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

მიხა პაპა 23 აპრილს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

პატრიარქმა თავად გამოთქვა სურვილი მიხა პაპას ნათლია ყოფილიყო. უწმინდესის ლოცვა კურთხევით მიხა პაპა მონათლეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კი პატრიარქი თავად დალოცავს მიხა პაპას.

ხევსურეთის ერთ მთიან სოფელში, გორშეღმის ხეობაში მიხა არაბული, უკვე ოც წელზე მეტია მარტოდმარტო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და სოფლის მიტოვებას არც აპირებდა. ხეობის ერთადერთი მკვიდრის დასახმარებლად კამპანიაც მოეწყო და მას თბილი ქოხი აუშენეს.

© Courtesy of Dea Soseliaმიხა არაბულის საცხოვრებელი
ილია მეორემ 77 წლის მიხა პაპა მონათლა - Sputnik საქართველო
მიხა არაბულის საცხოვრებელი

ცოტამ თუ იცის, რომ ხევსურეთში ღვთის ანაბარად დარჩენილი სოფლის ამ ერთადერთ მოსახლეს ჯერ კიდევ 1992 წლიდან მოყოლებული ერთი თბილისური სამეგობრო პატრონობს… ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიხა პაპასთან მათ პროდუქტები, წამლები, ტანსაცმელი და საკვები მიაქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0