პატიმრობა 16 წლის ვადით: ირანელებმა საქართველოში დიდი ოდენობით ჰეროინი შემოტანეს

© photo: Sputnikრუსთავის სასამართლო
რუსთავის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის მოქალაქეებმა ნარკოტიკული საშუალება საკუთარი სხეულით შემოიტანეს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული ირანის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თითოეულ მათგანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ 8 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" და 51,3823 გ ჰეროინი, ხოლო ს.გ.-მ – 51,2325 გ ჰეროინი", – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა“) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა“) წარედგინათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0