აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

გამოწერა
დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
„ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში“ - ლევან ჯიბღაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ჭორებს პასუხობს

დაკავებული არიან 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.

სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი „მეტადონი“.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0