ადიდებული მდინარეები: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ზარალს ითვლიან

© photo: Tianeti Municipality / FBწყალდიდობა თიანეთში
წყალდიდობა თიანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადიდებულმა მდინარეებმა თიანეთის რაიონის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ორდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ თიანეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა – ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა გზები, სახლები, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია სოფლების არტანის, ახალსოფლისა და სიონის დამაკავშირებელი გზები და შიდასაუბნო გზები.

როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, ამ დროისთვის შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს ზარალის დათვლაზე.

ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
სტიქია კახეთში: როდის გაიხსნება გურჯაანი–აფენის გზა

„ძირითადად ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას. მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მთავრობისგან წინასწარ ვიყავით გაფრთხილებული. შედეგები არ არის ისეთი, რომ მოსახლეობას პირადად შეხებოდა. სტიქიამ დააზარალა როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე შეეხო ჯებირებს", – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

მდინარე ივერში წყლის დონის მომატების გამო დაზიანდა ზემო არტანისა და ლაშარის ჯვრის სამლოცველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე საგამმა ნაპირსამაგრი ჯებირი გაარღვია და დატბორა გზები, სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სოფელ სიონში ადიდებულმა მდინარე იორმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდა 350-მდე აბონენტს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და, შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგენილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0