სტიქია კახეთში: როდის გაიხსნება გურჯაანი–აფენის გზა

© photo: Sputnikადიდებული მდინარე
ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად გურჯაანიდან სოფელ აფენის მიმართულებით საავტომობილო გზა დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახეთს სტიქიამ კიდევ ერთხელ გადაუარა: დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის სოფლები>>>

ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

გარდა ამისა, კვირას, ღამით ლაგოდეხის რაიონში კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდდა სამი მდინარე – კაბალი, არეში და აფენი, რის შედეგადაც მიმდებარე სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება.

უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. კომისიის პირველი სხდომა ორშაბათს, 6 მაისს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0