სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / ფოტობანკში გადასვლამოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი შვილი, რძალი და ორი ნათესავი სხვა ადამიანმა მოკლა

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ომარ გამყრელიძის მიმართ ხანდაზმულობის გათვალისწინებით პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.

ბრალდებულიც სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ დაკავების შემდეგ საგარეჯოს პოლიციაშია ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ომარ გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილი, რძალი და ორი ნათესავი სხვა ადამიანმა მოკლა.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
შემზარავი ტრაგედია: ყანდაურაში მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა

85 წლის პენსიონერი შვილისა და რძლის, ასევე მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის (ხანდაზმული ქალის და მისი ვაჟის) მკვლელობის ბრალდებით პარასკევს დააკავეს. გარდა ამისა, დაჭრილია ამ ადამიანის 76 წლის მეუღლე, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამჟამად ის უმძიმეს მგდომარეობაშია.

ყანდაურელები ამტკიცებენ, რომ ტრაგედია ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ბრალდებულმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ეს მოსაზრება ემყარება იმ გარემოებას, რომ პენსიონერმა ნათესავებს თვითონ დაუძახა დასახმარებლად, იმ საბაბით, რომ მისი მეუღლე თავს ცუდად გრძნობდა.

ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები >>

ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც ნათესავები სახლში შევიდნენ, პენსიონერმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნა. შემდეგ მამაკაცმა მოკლა თავისი 54 წლის ვაჟი, ბოლოს - 44 წლის რძალი. მათი სამი არასრულწლოვანი შვილი ობლებად დარჩნენ.

ომარ გამყრელიძის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური