შემზარავი ტრაგედია: ყანდაურაში მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ბრალდების მხარე ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ედავება

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სოფელ ყანდაურაში შვილის, რძლისა და ბიძაშვილების მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს კახეთის სამხარეო პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავებულს ბრალდების მხარე ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ედავება (ორი ან მეტი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა).

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ირინა იჩუკაიძე დაიცავს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე მის პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. ერთს ვიტყვი, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ვადის ამოწურვამდე აუცილებლად მექნება წვდომა“, - განაცხადა იჩუკაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ დილით იმსჯელებს.

როგორც იჩუკაიძემ განაცხადა, ვინაიდან ბრალდებული ასაკიანია, სასამართლოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია საქმის განხილვის დროს მას გარკვეული შეღავათი დაუწესოს და, მაგალითად, სამუდამო პატიმრობა არ მიუსაჯოს.

ამ ეტაპზე უცნობია აღიარებს თუ არა დაკავებული ჩადენილ დანაშაულს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.

ტრაგედია სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მოხდა. ოჯახური კომფლიქტის ნიადაგზე 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ყველა ახალი ამბავი
0