გაყიდული სახლის ნაცვლად შეძენილი სარდაფი და 30 „გიჟი“ ანუ როცა ხელოვნება ყოფაზე იმარჯვებს

© photo: courtesy of Giorgi Apkhazavaთეატრის მშენებლობის პირველ დღეებში
თეატრის მშენებლობის პირველ დღეებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოვრება ხშირად გვთავაზობს ხოლმე სიუჟეტებს, რომელთა სცენაზე გატანა და სპექტაკლად ქცევა თავისუფლად შეიძლება. ეს ამბავიც ალბათ, ამ კატეგორიიდანაა...

ეს ამბავი თეატრის დრამატურგიულ ენაზე რომ დავწეროთ, ალბათ ასე გაიჟღერებს:

მოქმედი გმირი - მსახიობი და რეჟისორი.

მოქმედების ადგილი: სარდაფი და კამერული თეატრი.

მოქმედი გმირი, რომლის მთელი ცხოვრება თეატრთანაა დაკავშირებული ერთ (სულაც არა) მშვენიერ დღეს ხდება დევნის მსხვერპლი. რადგან თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ბევრი ფიქრის მერე გაბრაზდება და გადადგამს სადღეისოდ, ერთობ არა პოპულარულ ნაბიჯს- გაყიდის საკუთარ სახლს, იყიდის დიდ სარდაფს და მისნაირ 30 „გიჟთან“ ერთად შეუდგება ახალი თეატრის აშენებას...  ეს მოკლედ, თუმცა ამ ფაბულის მიღმა ბევრი ფიქრი, ეჭვი, დიდი შრომა და რისკია, რომელიც, იმედია, გაუმართლებს, რადგან სხვაგვარად არ შეიძლება რომ იყოს!...

დღეს მსახიობი გიორგი აფხაზავა მის მიერ დაარსებული თბილისის კამერული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

© photo: courtesy of Giorgi Apkhazavaგიორგი აფხაზავა
გაყიდული სახლის ნაცვლად შეძენილი სარდაფი და 30 „გიჟი“ ანუ როცა ხელოვნება ყოფაზე იმარჯვებს - Sputnik საქართველო
გიორგი აფხაზავა

  - ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, თქვენს ამბავზე პიესა რომ დაწერილიყო, არ იქნებოდა საინტერესო?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, არა მგონია, სინტერესო იყოს...

- კი, მაგრამ ეს ხომ არ არის რიგითი შემთხვევა?

- არა, რიგითი შემთხვევა ნამდვილად არ არის... კარგია, როცა ადამიანების გუნდმა დღევანდელ დღეს ამ პირობებში გადაწყვიტეს, რომ თეატრი ააშენონ და სიტყვაზე, არა კომერციულად მომგებიანი საქმე წამოიწყონ. ამ მხრივ, ჩვენ, ვინც ეს საქმე გავაკეთეთ, მართლაც არასტანდარტულ სიტუაციაში ვართ. თუმცა ამაზე ლაპარაკი ცოტა მერიდება.

- ფაქტია, არაპოპულარული ნაბიჯი გადადგით, ქართული მედია გმირს გიწოდებთ...

- ჩვენი მხრიდან, როგორც უკვე თქვეს, გმირობაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია და გეტყვით რატომ, იმიტომ, რომ ჩვენ ასე აღვიზარდეთ, ასე ჩამოვყალიბდით ხელოვან ადამიანებად და სხვანაირად არ შეგვიძლია. აქედან გამოდინარე, ჩვენ დაგვებადა იდეა, რომ ქალაქში ახალი თეატრი გაჩნდეს. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრია ორიენტირებული კაპიტალის მოხვეჭასა და გამდიდრებაზე. ჩვენთვის კი მთავარი საქმე მაინც ქართული თეატრი და შემოქმედებაა.

© photo: courtesy of Giorgi Apkhazavaგიორგი აფხაზავა
გაყიდული სახლის ნაცვლად შეძენილი სარდაფი და 30 „გიჟი“ ანუ როცა ხელოვნება ყოფაზე იმარჯვებს - Sputnik საქართველო
გიორგი აფხაზავა

- ყურადღება მივაქციე, რომ საუბარში სიტყვა „მე“ არ გიხსენებიათ-თავმდაბალი ადამიანი ხართ...

- იცით, რაშია საქმე? არ შეიძლება, რომ ასეთ საქმეს მარტომ მოკიდო ხელი, თუ თანამოაზრეები არ გეყოლება...

- ანუ სხვაგვარად ვერ გარისკავ?

- შეიძლება, რომ ასეც ითქვას...

- როგორც ჩანს, რისკიანი ხართ, არადა, ხელოვანი ადამიანები მაინცდამაინც არ გამოირჩევიან რისკით...

- სიმართლე გითხრათ, დღეს ასეთ საქმეს რომ წამოიწყებ, რა თქმა უნდა თავისთავად დიდი რისკია, მაგრამ ჩვენ მაინც გავრისკეთ. ოჯახში გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, საცხოვრებლად დედასთან გადავედი.

- ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თქვენს თეატრში რა იქნება პირველი სპექტაკლი, უკვე მუშაობთ?

- პირველი პიესა გადაწყვეტილია, რაც უნდა იყოს. ამაზე უკვე აქტიურად მიდის მუშაობა მხატვარ ნინო კიტიასთან ერთად. ნება მომეცით, რომ პირველი სპექტაკლის ამბავი საიდუმლოდ შევინახო.

© photo: courtesy of Giorgi Apkhazavaრეჟისორი გიორგი აფხაზავა მორიგი ღონისძიების მონაწილეებთან ერთად
გაყიდული სახლის ნაცვლად შეძენილი სარდაფი და 30 „გიჟი“ ანუ როცა ხელოვნება ყოფაზე იმარჯვებს - Sputnik საქართველო
რეჟისორი გიორგი აფხაზავა მორიგი ღონისძიების მონაწილეებთან ერთად

- ეს მაინც გვითხარით, სპექტაკლი თანამედროვე დღეზეა?

- ამას ნამდვილად გეტყვით: დრამატურგი თანამედროვე არ არის, ეს კლასიკური დრამატურგიის პიესაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნამდვილად თანამედროვე და ჩვენთვის აქტუალური იქნება. აქედან გამომდინარე, სპექტაკლი, რომლითაც სეზონს გავხსნით აუცილებლად ყველას გულში გაიჟღერს. დარწმუნებული ვარ და მწამს, რომ იგი მაყურებლის გულში  კვალს დატოვებს. უკვე დასრულებული დეკორაციაზე მუშაობა და კოსტუმების ესკიზებიც. ახლა ვცდილობთ როგორმე დაფინანსება მოვიძიოთ, რათა ყველაფრის გაკეთება მოვახერხოთ.

- ჩემი აზრით, ყველა თეატრი თავის მაყურებელს „ქმნის“ და „ზრდის“, როგორ ფიქრობთ, თქვენს თეატრს თუ ეყოლება განსხვავებული მაყურებელი?

- ამას დრო გვიჩვენებს. თავად მაყურებელი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ეყვარება ჩვენი თეატრი და თუ იგრძნობს ჩვენთან თავს კომფორტულად, ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს. ჩვენი თეატრი მინდა, რომ დემოკრატიული იყოს და გვყავდეს სხვადასხვა ასაკის, რელიგიური მრწამსისა და გემოვნების მაყურებელი. ჩვენთან ყველამ კარგად უნდა იგრძნოს თავი...

© photo: courtesy of Giorgi Apkhazavaგიორგი აფხაზავა
გაყიდული სახლის ნაცვლად შეძენილი სარდაფი და 30 „გიჟი“ ანუ როცა ხელოვნება ყოფაზე იმარჯვებს - Sputnik საქართველო
გიორგი აფხაზავა

- თქვენი თეატრი 60 მაყურებელზეა გათვლილი, წინასწარ რას ეტყოდით მათ?

- ერთ რამეს ვეტყოდი: უყვარდეთ თეატრი-ესაა დღეს ერთადერთი ჯადოსნური სამყარო, სადაც მაყურებელმა შეიძლება გაცოცხლებული პერსონაჟები იხილოს, ესაა ადგილია, სადაც ხელოვნება ყოფაზე იმარჯვებს...

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0