მძღოლების საყურადღებოდ! მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliდამტვრეული ავტომობილი
დამტვრეული ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქციების გამკაცრება იგეგმება ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვასა და სიჩქარის გადამეტებაზე.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე სასჯელი გამკაცრდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის პირველ სამ თვეში საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული 845,5 ათასი ადმინისტრაციული დარღვევა დაფიქსირდა, ასევე 1,1 ათასი სატრანსპორტო დანაშაული.

პატრული - Sputnik საქართველო
საქართველოში პოლიციელების მწვავე უკმარისობაა – რას გეგმავს შსს

გახარიას განცხადებით, სასჯელი რიგ შემთხვევებში გამკაცრდება. ეს იქნება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში, სიჩქარის გადამეტება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა და სხვა დარღვევები – ეს ის დარღვევებია, რომლებზეც სანქციების გამკაცრება აუცილებლად მიგვაჩნია, განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფარგლებში.

მისი თქმით, სანქციების გამკაცრების გარდა აუცილებელია ეფექტური კონტროლი და სწორედ ამის გამო შსს პოლიციის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

შსს-ს მონაცემებით, მარტში ავარიების რაოდენობა, გასულ თვესთან შედარებით, 4,5%-ით შემცირდა, ხოლო ავტოავარიების დროს დაღუპულთა რაოდენობა – 22,6%-ით. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია მობილურ ტელეფონზე საუბარი საჭესთან, სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, მართვის მოწმობის გარეშე სიარული და მანევრირების წესების დარღვევა.

გზებზე ათასობით ადამიანი დაიღუპა: შსს საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს>>

ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, დარღვევის სახეობიდან გამომდინარე, მერყეობს 10-დან 300 ლარამდე.

ყველა ახალი ამბავი
0