11:39 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
დამტვრეული ავტომობილი

გზებზე ათასობით ადამიანი დაიღუპა: შსს საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (353)
124 0 0

შსს-მ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარების ანალიზი წარმოადგინა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ებრძვის უწყება საგზაო მოძრაობის დამრღვევ პირებს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ბოლო ათი წლის განმავლობაში 6,6 ათასი ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამავე პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაახლოებით 86 ათასი ადამიანი დაშავდა.

საიდან გაჩნდა გზებზე ამოტრიალებული ავტომობილები>>

რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, ავარია უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, მაგრამ სიკვდილიანობა 11%-ით შემცირდა – 459 ადამიანი.

საავტომობილო გზებზე დარღვევებთან ბრძოლის ფარგლებში შსს-მ 2018 წელს ვიდეომეთვალყურეობის ეროვნული სისტემის სრული განახლება დაიწყო. თუ 2017 წლის ბოლოს ქვეყნის გზებზე 170 კამერა ფუნქციონირებდა, ახლა მათი რაოდენობა 2,6 ათასზე მეტია.

გზებზე კონტროლის გაძლიერების მიზნით 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

წლის ბოლომდე ასევე გაიზრდება ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს ქალაქებში იმოძრავებენ და დამნაშავეებს გამოავლენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებსაც ნერგავს, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, ადგილზევე გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და გადაამოწმოს ისინი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (353)

მთავარი თემები