თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliვიდეოკამერები თბილისის ქუჩებში
ვიდეოკამერები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით 2204 ვიდეოკამერა მოქმედებს

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავარია თბილისში: „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა

უწყების ცნობით, ქვეყანაში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ გრძელდება სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟი.

თბილისში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

1. მარშალ გელოვანის მოედნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე, გიორგი სააკაძის 1-ელ შესახვევამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

2. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

3. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

4. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

5. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

6. მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთიდან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

7. მოსკოვის გამზირის N25-დან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

8. მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევიდან მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2204 ვიდეოკამერა, მათ შორის 829 ნომრის ამომცნობი, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია საავტომობილო გზების 432 კილომეტრი.

2018 წლის დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.

2017 წლის ნოემბრიდან ამუშავდა სექციური რადარები და „ჭკვიანი კამერები“, რომელთა უპირატესობა იმაშია, რომ მათ სამართალდარღვევის განსაზღვრა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამის მეშვეობით, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0