„წყარო ცხოვრებისა" – ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივი ისტორია

© photo: Courtesy of Murgva Ardoteliარდოტის ღვთისმშობელი
არდოტის ღვთისმშობელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „წყარო ცხოვრებისა'' („ცხოველსმყოფელი წყარო“), ანუ ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღეს ზეიმობს.

ხატი „წყარო ცხოვრებისა“ არის შემწე ხორციელი და სულიერი ავადმყოფობის ჟამს.
განსაკუთრებით შეეწევა: უძლურებს, სნეულებს, უსინათლოებს, მძიმე ავადმყოფებს.
„ცხოველსმყოფელი წყაროს“ ხატის ერთ-ერთი ასლი საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი.

სანთლები - Sputnik საქართველო
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ ვილოცოთ ბრწყინვალე შვიდეულში

გადმოცემის თანახმად, კონსტანტინოპოლის ახლოს ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილი ადამიანები იკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუდაბურდა.

ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღესასწაული ლეონ პირველმა (მარკელაოსმა) V საუკუნეში დააარსა. ერთხელ მხედარმა ლეონმა წყლის პოვნა მოინდომა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში გზაზე შეხვდა. მას ძებნისას სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც წყაროს ადგილმდებარეობა მიასწავლა. მითითების მიხედვით, ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ხატიც.

როდესაც ლეონი იმპერატორი გახდა (455—473), სადაც წყარო ამოდიოდა, ის ადგილი აღადგინა და მას „ცხოველსმყოფელი წყარო“ უწოდა. ბალაკლია, ანუ ცხოველსმყოფელი წყარო კონსტანტინოპოლიდან დასავლეთით ათი ვერსის დაშორებით მდებარეობს. ბერძნულ ტაძრებს შორის ის ბრწყინვალებითა და სილამაზით გამოირჩევა.

სააღდგომო კვერცხები - Sputnik საქართველო
ხალხური რწმენა და ვნების კვირის მინიშნებები: თუ იღბლიანი წელი გსურთ

XV ს-ში ნიკიფორე კალისტისმა ცხოველსმყოფელი წყაროს ეკლესიის განახლების დღესასწაულისთვის საღვთისმსახურო წესი შეადგინა. მას შემდეგ ამ ტაძარმა რამდენჯერმე იცვალა სახე, თუმცა მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი დაეცა, ეს ტაძარიც განადგურდა. მხოლოდ 1834—1835 წლებში ცხოველსმყოფელ წყაროზე კვლავ აღადგინეს ტაძარი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0