რა მოხდა პანკისში? გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა

© REUTERS / EKATERINA ANCHEVSKAYAპანკისის ხეობის მცხოვრებთა შეტაკებები პოლიციასთან
პანკისის ხეობის მცხოვრებთა შეტაკებები პოლიციასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ ზომებზე, რომელიც პანკისის ხეობაში მომხდარი არეულობების შემდეგ არის მიღებული

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი არ გამოიყენა, არამედ ჩართო დამატებითი ძალები მას შემდეგ, რაც პანკისელებმა პოლიციის მიმართ აგრესია გამოავლინეს, განაცხადა პარლამენტში მინისტრმა გიორგი გახარიამ.

© REUTERS / EKATERINA ANCHEVSKAYAპოლიციის სპეცრაზმი პანკისში
რა მოხდა პანკისში? გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა - Sputnik საქართველო
პოლიციის სპეცრაზმი პანკისში

პანკისის ხეობაში ვითარება განსაკუთრებით 21 აპრილს დაიძაბა, როდესაც ხელისუფლებამ სოფელ ბირკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნისპირას „ხადორი 3“ ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტა. ამას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები და კეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა შსს-ს თანამშრომელი იყო.

პანკისის სახალხო კრება - Sputnik საქართველო
პანკისის სახალხო კრებამ ხელისუფლება ჰესის შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია

მომხდარის შემდეგ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიცია პანკისელების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

„იქ სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა, ეს საერთოდ არ ყოფილა სპეცოპერაცია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, 21 აპრილს, დაახლოებით 07:30 საათზე ხეობაში კახეთის სამხარეო პოლიციის 35 პოლიციელი შევიდა. როგორც ადრე სამშენებლო კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა, მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, თავის დაზღვევის მიზნით მიღებულ იქნა წინასწარი ზომები. კომპანიამ, რომელმაც ჰესის მშენებლობის დაწყება უკვე მერამდენედ სცადა, ეკონომიკის სამინისტროს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. შედეგად, მისი თქმით, შსს-მ პოლიციის სამი ეკიპაჟი გამოყო.

„როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, გამოძახებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა ძალები. ეს არ არის სპეცრაზმი, ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები“, - განაცხადა გახარიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანკისში პოლიციის შესვლის მიზანი იყო, არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. პოლიციამ შეასრულა ფუნქცია და აგრესია მიიღო თავის თავზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა პანკისის მოსახლეობას მიმართა

„ეს იყო ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მომენტში, რაც პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულეს“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პანკისის ხეობის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შედეგების შეფასებისას შეცდომა დაუშვა. ჰესის თემაზე გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა, ეკონომიკის სამინისტროების და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

„როგორც ჩანს, ამ შეფასებებში რაღაც მომენტში შეცდომა იყო დაშვებული, გაპარული იყო რაღაც, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო. შესაძლებელია, არასაკმარისი კოორდინაციაც იყო და ფაქტობრივად შედეგად მივიღეთ ის, რაც არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად ვინმემ შეაფასოს, რომ ეს იყო კარგი შედეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

© REUTERS / EKATERINA ANCHEVSKAYAპანკისის ხეობის მცხოვრებნი და დამწვარი ტექნიკა
რა მოხდა პანკისში? გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობის მცხოვრებნი და დამწვარი ტექნიკა

პანკისში მომხდარ არეულობების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ორი მუხლით: „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით", რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად დაკავებული არავინაა.

ყველა ახალი ამბავი
0