ქუთაისობა – ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / STRINGERქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო ღონისძიებების გამო ქუჩების ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის გადაიკეტება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქუთაისში ქალაქის დღესასწაულის გამო 2 მაისს ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი 2 მაისს ქალაქის დღეს „გვირილობა 2019"-ს აღნიშნავს. ამ დღეს ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება და ყვავილების ტრადიციული ფესტივალი.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
საქართველომ ევროპის ქვეყნებს გაუსწრო - ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში გაიხსნება

1 მაისის ღამიდან დაკეტილია ცისფერყანწელების, პუშკინისა და წმინდა ნინოს ქუჩები. ხოლო 2 მაისს გადაიკეტა ცენტრალური მოედანი და მისკენ მიმავალი წერეთლის, თამარ მეფის, გელათისა და ფალიაშვილის ქუჩები.

19:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ დაკეტილი იქნება ირაკლი აბაშიძის გამზირზე.

საავტომობილო მოძრაობა საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს>>

ქუთაისობის დღესასწაულის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან არსებობს, რომელსაც „გვირილობა" ეწოდება, რადგან ამ დღეს ქუთაისელები ყიდდნენ ყვავილებს და აგროვებდნენ ფულს ქველმოქმედებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0