„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

© Sputnik / Alex Shlamovგაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან
გაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ მშრომელთა უფლებების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია XIX საუკუნის ამერიკას შეადარა

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. დაახლოებით ასი ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე თბილისში, მთავრობის შენობასთან, რათა შრომის დღეს მუშებს სოლიდარობა გამოუცხადონ, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან" – პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ >>

აქციის ორგანიზატორია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მოტანილი ბუშტები, პლაკატები და ჩაფხუტები წარწერებით „ვითხოვთ შრომის უსაფრთხოებას“, „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს“, „ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას“, „არა მონობას“ და „მშრომელთა ხმა“. გზად კი ისინი ფაიერებს ანთებდნენ.

© Sputnik / Alex Shlamovგაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან
„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
გაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან

„უკვე 129-ე წელია, რაც 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სამწუხაროდ, ევროპელი მშრომელებისგან განსხვავებით, რომლებიც დიჯიტალიზაციისა და ციფრული ეკონომიკის მავნე ზეგავლენას აპროტესტებენ, ქართველი მშრომელებისათვის აქტუალურია საკითხები, რომელიც 133 წლის წინ მუშებს ჩიკაგოში აღელვებდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

© Sputnik / Alex Shlamovგაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან
„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
გაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან

მისი თქმით, დღეს საქართველო აწყდება ისეთ პრობლემებს, რომელსაც XXI საუკუნეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„საქართველოში, როგორც 133 წლის წინ ჩიკაგოში, აქტუალურია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, რვასაათიანი სამუშაო დღის, სამუშაო ადგილზე ჰიგიენის, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

© Sputnik / Alex Shlamovგაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან
„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
გაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან

უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ შრომის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მოქალაქეებზე არ აისახება.

პროფკავშირებმა მოამზადეს პეტიცია სახელწოდებით „სოციალური კონტრაქტი“ და მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხელმოსაწერად გადასცეს. მანამდე პეტიციაზე ხელი მოაწერეს რიგითმა მოქალაქეებმა. პროფკავშირები ამ გზით ცდილობენ მთავრობა სოციალური პოლიტიკის გატარება აიძულონ.

© Sputnik / Alex Shlamovპროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი
„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

მშრომელთა დღის ისტორია 133 წლის დაიწყო, ჩიკაგოს მოვლენების შემდეგ. ამერიკელმა მუშებმა 1886 წლის 1 მაისს რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღების მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს. საპროტესტო აქცია პოლიციასთან სისხლიანი შეტაკებით დასრულდა.

სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა >>

იმ ტრაგიკული მოვლენების უკვდავსაყოფად 1889 წელს II ინტერნაციონალის პარიზის კონგრესის ინიციატივით 1 მაისი მუშათა სოლიდარობის დღედ გამოცხადდა და ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში ის დემონსტრაციებით აღინიშნება.

© Sputnik / Alex Shlamovგაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან
„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
გაერთიანებული პროფკავშირების მიტინგი კანცელარიასთან

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე პირველად 1980 წელს აღნიშნეს ავსტრო-უნგრეთში, ბელგიაში, გერმანიაში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, შვედეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0