რუსთავი–ლილოს მაგისტრალზე ავტომანქანა ხევში გადავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ქალი კლინიკა „რუსთავშია" გადაყვანილი.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. რუსთავი–ლილოს მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაახლოებით 40 წლის ქალი დაშავდა, იუწყება სააგენტო Inforustavi.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია შინდისში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ყველა ახალი ამბავი
0