თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შინდისში ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომელიც გორში კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
Golf-ის მარკის ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა და ამობრუნდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.