თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.
პირველი არხის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მძღოლს ავტომობილი დაუგორდა და დაეჯახა ბავშვს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
ამასთან, შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლიც, რომელიც 83 წლის იყო. სავარაუდოდ, ის ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.