„კასპერსკის ლაბორატორია“ არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილს Twitter-ი გაუტეხეს

© Sputnik / Vladimir UmikashviliСаломе Зурабишвили осматривает новую резиденцию президента Грузии
Саломе Зурабишвили осматривает новую резиденцию президента Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტმა განმარტა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები არ გახდნენ ჰაკერების მსხვერპლი.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. Twitter-ის მიკრობლოგში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აკაუნტის გატეხვა ჰაკერებს შეეძლოთ, მიაჩნია რუსული კვლევითი ცენტრი „კასპერსკის ლაბორატორიის“ ხელმძღვანელს იური ნამესტნიკოვს.

სკანდალი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდზე „რეტვიტის" გამო>>>

გუშინ ზურაბიშვილის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის „რეტვიტი“ გამოჩნდა, რომელშიც ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტ ჯო ბაიდენს ირონიულად მოიხსენიებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა და ზურაბიშვილს არ გაუვრცელებია ტრამპის პოსტი.

ვირუსმა სხვადასხვა ქვეყნის IT–კომპანიებს შეუტია - Sputnik საქართველო
ფრთხილად, კიბერთაღლითობა! საქართველოს ბანკების ასოციაცია მოსახლეობას მიმართავს

„თავდამსხმელები ხშირად იყენებენ ავტომატურ პროგრამებსა და ალგორითმებს, რაც შესაძლებლობას აძლევთ განსაზღვრონ დაუცველობა და ადამიანის მონაწილეობის გარეშე აკაუნტზე წვდომა მიიღონ“, – განაცხადა იური ნამესტნიკოვმა „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში

მან განმარტა, რომ თავდასხმისთვის ვექტორი შეიძლება გახდეს ჩვეულებრივი საფოსტო აკაუნტი, რომელიც ყველა დანარჩენი სერვისების გასაღებია.

„სახელმწიფო მოღვაწეებისა და კომპანიების ოფიციალური აკაუნტების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მათზე წვდომა მთელ რიგ ადამიანებს აქვთ – პრეს-სამსახურის თანამშრომლებს, თანაშემწეებს და ა.შ. შესაბამისად, თავდამსხმელებს შეუძლიათ აკაუნტის მართვა, თუ წვდომა ექნებათ ერთ-ერთ იმ ხელსაწყოზე, საიდანაც იგი იმართება“, – განმარტა ნამესტნიკოვმა.

მისი სიტყვებით, თავდამსხმელებს ანგარიშზე შესვლისთვის მონაცემების მიღება შეუძლიათ მსხვერპლისთვის ფიშინგ-წერილის გაგზავნით. ჩვეულებრივ, ასეთ შეთხვევებში წერილი შეიცავს იმ ვებ-გვერდზე შენიღბულ გადასვლას, რომელიც მთლიანად აკოპირებს ლეგიტიმური სოციალური ქსელის ან სხვა რესურსის ვებ-გვერდს.

© Kaspersky Labრუსული კვლევითი ცენტრ „კასპერსკის ლაბორატორიის“  ხელმძღვანელი იური ნამესტნიკოვი
„კასპერსკის ლაბორატორია“ არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილს Twitter-ი გაუტეხეს - Sputnik საქართველო
რუსული კვლევითი ცენტრ „კასპერსკის ლაბორატორიის“  ხელმძღვანელი იური ნამესტნიკოვი

„ასევე რისკის შემცველია მონაცემების გაჟონვა. თუმცა, მთელ მსოფლიოში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა. ნებისმიერ კომპანიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელს ადამიანებს, მათ შორის სოციალური ქსელების მფლობელებს, შეუძლიათ მაქსიმალურად დასწიონ ეს რისკი დაცვის თანამედროვე მიდგომების, პოლიტიკის და პროგრამის გამოყენებით“, – განაცხადა ნამესტნიკოვმა.

საბედისწერო „რეტვიტი“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდიდან შემთხვევით გაზიარებული პოსტი ზურაბიშვილის გვერდზე ერთ საათზე მეტხანს „ეკიდა", რის შემდეგაც წაიშალა. თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებას ეს დრო ეყო იმისთვის, რომ აქედან საერთაშორისო სკანდალი აეგორებინა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „შერიგების პრეზიდენტი“

ყოველთვის საკუთარ თავში თავდაჯერებულმა და სკანდალების ერთგვარად მოყვარულმა ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტის ჯო ბაიდენის პირველი გამოსვლა პენსილვანიის შტატში მისთვის დამახასიათებელი მანერით შეაფასა. ტრამპი Twitter-ზე რამდენიმე პოსტში საკუთარ მოწინააღმდეგეს „მძინარე ჯოს" უწოდებს. 

„მძინარე ჯო საკუთარ პირველ შეხვედრას ატარებს დიდ შტატში – პენსილვანიაში. რა თქმა უნდა, მან არ იცის, რომ ახლა პენსილვანიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელია მის ისტორიაში – უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლით, სპილენძის მრეწველობის აყვავებით და დიდი მომავლით", – აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული პოსტი ზურაბიშვილის გვერდზე დაახლოებით ერთი საათი ჩანდა, ამ დროისთვის კი იგი უკვე წაშლილია.

ბაიდენი, რომელსაც 2009-2017 წლებში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფოს მეორე პირის პოსტი ეკავა, დემოკრატიული პარტიიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კანდიდატად ითვლება მათ შორის, ვისაც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0