„აღდგომიდან ამაღლებამდე": ფესტივალი მდიდარ და საინტერესო პროგრამას გვთავაზობს

© photo: Sputnikფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე"
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" დედაქალაქში 4 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მეთოთხმეტედ გაიმართება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააარსა აკაკი რამიშვილის ფონდ „ტრადიციები და ინოვაციებთან" ერთად. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია იტალიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, ღონისძიების მხატვრული მრჩეველი - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია აშშ-დან.

ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
„ამაო სიფრთხილე" - ნინო ანანიაშვილის ახალი ბალეტის პრემიერა

პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი.

წელს ფესტივალი განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება. მდიდარი მუსიკალური პროგრამის გარდა სტუმრებს ელოდება ლამაზი და საინტერესო სააღდგომო და კალიგრაფიული გამოფენები, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, საპრემიერო თეატრალური დადგმები, კამერული მუსიკის საღამოები და მრავალი სხვა.

საფესტივალო კონცერტები ჩატარდება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

ყველა ახალი ამბავი
0