„ამაო სიფრთხილე" - ნინო ანანიაშვილის ახალი ბალეტის პრემიერა

© FB/Nina Ananiashvili - Officialნინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაყურებელი საპრემიერო დადგმებს მაისის შუა რიცხვებში იხილავს

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ბალეტის პრემიერა „ამაო სიფრთხილე“ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე 17 მაისს შედგება.

ბალეტის დადგმისა და ქორეოგრაფიის ავტორები არიან ნინო ანანიაშვილი და ალექსეი ფადეეჩევი. მუსიკა - ფერდინანდ ჰეროლდის და პეტერ ლუდვიგ ჰერტელის.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
„მძინარე მზეთუნახავი" – ანანიაშვილმა ლეგენდარული ბალეტი განაახლა

დადგმაში მიიღებენ მონაწილეობას საბალეტო დასის სოლისტები და თეატრის ორკესტრი პაპუნა ღვაბერიძის დირიჟორობით. ბალეტის დამდგმელი დირიჟორია გიორგი თანდაშვილი. არტისტების სცენიურ სამოსზე კოსტიუმების მხატვარმა ნინო ოჩიაურმა იმუშავა.

ბალეტის საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 17,18 და 19 მაისს, 19:00 და 14:00 საათზე. ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროში და ონლაინ.

რის შესახებ არის ბალეტი?

„ამაო სიფრთხილე“ (La Fille mal gardée) - ზუსტი თარგმანია „უყურადღებოდ დატოვებული ქალიშვილი“ - ორმოქმედებიანი ბალეტია, რომელიც ბალეტმაისტერმა ჟან დობერვალმა შექმნა.

ქართული ცეკვა - Sputnik საქართველო
საქართველოს სამეფო ბალეტი რუსეთში დიდ ტურს მართავს

აღსანიშნავია, რომ მუსიკა სპეციალურად ბალეტისთვის არ შექმნილა. დობერვალის ბალეტს, როგორც იმ დროის ბევრ ქორეოგრაფიულ სპექტაკლს, ცეკვავდნენ მუსიკაზე, რომელიც პოპულარული მელოდიებისა და კუპლეტების ნაზავს წარმოადგენდა.

დადგმის პრემიერა შედგა ბორდოს დიდ თეატრში 1789 წელს, ბასტილიის აღებამდე ორი კვირით ადრე. საბალეტო სპექტაკლს საფუძვლად უდევს გოგონა ლიზას ისტორია, რომელიც ოცნებობს თავის შეყვარებულზე, დედამისს კი უნდა ის მდიდარ და სულელ მეზობელზე გაათხოვოს.

ყველა ახალი ამბავი
0