თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ქვემო ქართლში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ცხრა ვაზნა ამოიღეს.
ბორჯომში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს>>
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.