ბორჯომში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

CC BY 2.0 / brian.ch / AK-47 Assault Rifleკალაშნიკოვის ავტომატი
კალაშნიკოვის ავტომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ბორჯომში 40 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მამაკაცი  იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

„პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე  ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0