ხვალ გადაწყდება იქნება თუ არა ბათუმის ბულვარში ელექტრომობილები

© Sputnik / Olga Kiknavelidzeელექტრომობილები ბათუმის ბულვარში
ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ელექტრომობილებს ბულვარში გადაადგილება აეკრძალათ.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ელექტრომობილების მფლობელებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქციას მართავენ, ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ელექტრომობილების მფლობელებმა ბათუმში ხუთშაბათს შიმშილობა დაიწყეს, ისინი ქალაქის ბულვარში მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. პროტესტის ამ ფორმას ათმა ადამიანმა მიმართა. ისინი ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც 1 მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე, პარკსა და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება იკრძალება.

ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები შიმშილობენ

ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 5 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, რომელიც ცვლილებების ინიციატორია, მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბულვარზე უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარზე ელექტროტრანსპორტით გადაადგილების შედეგად არაერთი მოქალაქე დაშავდა.

თორნიკე რიჟვაძე შაბათს „ბათუმობაზე“ ბულვარში იმყოფებოდა, სადაც აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებისთვის შეხვედრას დაჰპირდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  საცდელად რამდენიმე ელექტრომობილი ანბანის კოშკის მიმდებარედ შემცირებული სიჩქარით მუშაობს.

ელექტრომობილების მეპატრონეები ღამეს ბულვარში კარვებში ათენებენ. მათ შიმშილობა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყვიტეს.

აქცია პარალელურად თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართება, სადაც ერთ-ერთი აქციის მონაწილე გუშინ ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ელექტრომობილი - Sputnik საქართველო
ელექტრომობილი დიზელისძრავიან მანქანაზე ბევრად მავნებელია: გერმანელი მეცნიერების დასკვნა

ელექტრომობილების მეპატრონეები აქციებს ბათუმსა და თბილსში უკვე მეშვიდე დღეა მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ერთი წლით გადაიდოს, მათი განცხადებით, ტრანსპორტი კრედიტით აქვთ შეძენილი, ამიტომ მათ სჭირდებათ დრო, რათა დაფარონ სესხი.

აქციის მონაწილეებს თბილისშიც და ბათუმშიც უკვე შეხვდნენ მთავრობის წევრები, აჭარის მთავრობამ მათ ალტერნატიული ტერიტორიაც კი  შესთავაზა, მაგრამ ელექტრომობილების მეპატრონეებისთვის ყველა ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა >>

საკითხის განხილვაში ჩაერთო სოციალური ქსელიც. ფეისბუქში ამ თემაზე გამოკითხვაც კი გამოჩნდა, სადაც მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ ძრავიანი ტრანსპორტის გადაადგილება რეკრეაციულ ზონაში უნდა აიკრძალოს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ კონტროლის ქვეშ ელექტრომობილების გაქირავება დასაშვებია.

ბათუმის ბულვარი, რომელიც 1881 წელს დაარსდა, საზღვაო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ბულვარის სიგრძე დაახლოებით რვა კილომეტრია, პირობითად მას „ახალ" და „ძველ" ბულვარად ყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0