ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები შიმშილობენ

© Sputnik / Olga Kiknavelidzeელექტრომობილები ბათუმის ბულვარში
ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ბულვარში კარვები გაიშალა, პროტესტის ამ ფორმას ათმა ადამიანმა მიმართა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ელექტრომობილების მფლობელებმა ბათუმში ხუთშაბათს შიმშილობა დაიწყეს, ისინი ქალაქის ბულვარში მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

პროტესტის ამ ფორმას ათმა ადამიანმა მიმართა. ისინი ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც 1 მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე, პარკსა და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება იკრძალება.

ელექტრომობილი - Sputnik საქართველო
ელექტრომობილი დიზელისძრავიან მანქანაზე ბევრად მავნებელია: გერმანელი მეცნიერების დასკვნა

ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 5 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, რომელიც ცვლილებების ინიციატორია, მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბულვარზე უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარზე ელექტროტრანსპორტით გადაადგილების შედეგად არაერთი მოქალაქე დაშავდა.

ელექტრომობილების მეპატრონეები აქციებს ბათუმსა და თბილსში უკვე მეოთხე დღეა მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ერთი წლით გადაიდოს, მათი განცხადებით, ტრანსპორტი კრედიტით აქვთ შეძენილი, ამიტომ მათ სჭირდებათ დრო, რათა დაფარონ სესხი.

აქციის მონაწილეებს თბილისშიც და ბათუმშიც უკვე შეხვდნენ მთავრობის წევრები, აჭარის მთავრობამ მათ ალტერნატიული ტერიტორიაც კი  შესთავაზა, მაგრამ ელექტრომობილების მეპატრონეებისთვის ყველა ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში: ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა >>

საკითხის განხილვაში ჩაერთო სოციალური ქსელიც. ფეისბუქში ამ თემაზე გამოკითხვაც კი გამოჩნდა, სადაც მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ ძრავიანი ტრანსპორტის გადაადგილება რეკრეაციულ ზონაში უნდა აიკრძალოს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ კონტროლის ქვეშ ელექტრომობილების გაქირავება დასაშვებია.

ბათუმის ბულვარი, რომელიც 1881 წელს დაარსდა, საზღვაო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ბულვარის სიგრძე დაახლოებით რვა კილომეტრია, პირობითად მას „ახალ" და „ძველ" ბულვარად ყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0