ცნობილი ფოტოგრაფი საქართველოში: თბილისელებს გიორგი პინხასოვთან შეხვედრა ელოდება

© photo: Sputnik / Ilia Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი პინხასოვი
გიორგი პინხასოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდიდარი ბიოგრაფიისა და დიდი გამოცდილების ფოტოგრაფი გიორგი პინხასოვი თბილისში შეხვედრაზე საღამოს სტუმრებს თავის გამოცდილებას გაუზიარებს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისში 1 მაისს გაიმართება საჯარო შეხვედრა ცნობილ ფოტოგრაფთან, საერთაშორისო პრემიების ლაურეატ გიორგი პინხასოვთან (Gueorgui Pinkhassov), იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

შეხვედრაზე, რომელიც მულტიფუნქციურ არტ–ცენტრში Fabrika გაიმართება, პიხასოვი ისაუბრებს თავისი ნამუშევრების შესახებ და ღონისძიების სტუმრებს თავის პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს. საუბარი წარიმართება რუსულ ენაზე ქართული თარგმანით. საღამო დაიწყება 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

ევროპის 2017 წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფის დაჯილდოების ცერემონია - ოქროს კამერა - Sputnik საქართველო
თბილისელი ხელოვანი, რომელიც ევროპის ფოტოგრაფთა ტოპ ხუთეულში მოხვდა

გიორგი პინხასოვი დაიბადა 1952 წელს მოსკოვში. ფოტოგრაფიამ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაიტაცა.სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში და მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „მოსფილმში“. 1978 წელს შეუერთდა მოსკოვისმხატვარ–გრაფიკოსთა კავშირს და დამოუკიდებელი მხატვრის სტატუსი მიიღო.

გიორგიპინხასოვის ნამუშევრები მალე შეამჩნია საკულტო რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ და ის მიიწვია რეპორტაჟის გასაკეთებლად თავისი ფილმის „სტალკერის“ შესახებ (1979).

პინხასოვი 1985 წელს ფრანგ ქალზე დაქორწინდა და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1988 წელს მან წარმოადგინა ფერადი ფოტოების სერია „თბილისური აბანოები“ და შეუერთდა სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“ სააგენტოს ფოტოგრაფებს, როგორც „ასოცირებული წევრი“. ეს სააგენტო ლეგენდარულმა ანრი კარტიე–ბრესონმა დააარსა. 1990წლიდან კი სააგენტოს სრულუფლებიანი წევრია.

„ადამიანებს კი არა, მდგომარეობას ვიღებ“ – თბილისში ცნობილი ფოტოგრაფის გამოფენა გაიმართება>>

პინხასოვი რეგულარულად მუშაობს საერთაშორისო პრესისთვის, მათ შორის, Geo, Actuel და ჟურბალ New York Times–ისთვის. გამოცემული აქვს წიგნი Sightwalk.

პინხასოვის პერსონალური გამოფენები იმართება რუსეთში, საფრანგეთში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0