„ადამიანებს კი არა, მდგომარეობას ვიღებ“ – თბილისში ცნობილი ფოტოგრაფის გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიფოტოგამოფენაზე
ფოტოგამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ცნობილი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის გამოფენას იხილავენ.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის გიორგი ცაგარლის პერსონალური გამოფენა „მდგომარეობა“ თბილისის B&W Gallery-ში 24 ნოემბერს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

„რატომ „მდგომარეობა“? იმიტომ, რომ მე ადამიანებს კი არა, არამედ ადამიანების მდგომარეობას ვიღებ და არა საგნებს, არამედ მდგომარეობას, რომელშიც ეს საგნები იმყოფება“, – აღნიშნავს თავისი გამოფენის თაობაზე ავტორი.

თანამედროვე პოპ-არტის კლასიკოსების ნაწარმოების გამოფენა - Sputnik საქართველო
ქართველი ფოტოხელოვანი მოსკოვიდან თბილისელებს უჩვეულო გამოფენაზე უმასპინძლებს

გიორგი ცაგარელი თბილისში სამხედრო მფრინავის ოჯახში 1947 წელს დაიბადა. ფოტოების გადაღება 32 წლისამ დაიწყო და ინჟინრის პროფესია მიატოვა. შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა პრეს–ფოტოგრაფიით. სწორედ ფოტოჟურნალისტიკას მიუძღვნა ცაგარელმა თავისი ცხოვრების შემდეგი მეოთხედი საუკუნე.

„მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე იმის აღქმა, რომ დედამიწაზე არა მარტო პრეს-ფოტოგრაფია არსებობს. მაგრამ დღემდე მიმაჩნია, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფია ელიტარულია“, – ამბობს ფოტოგრაფი.

გიორგი ცაგარელმა თავის ფოტოებში აღბეჭდა საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანესი მომენტები – კადრები ომებიდან და სამხედრო კონფლიქტებიდან, გადატრიალებები და საპროტესტო მიტინგები, ფოტორეპორტაჟები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

ყველა ახალი ამბავი
0