საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა

© photo: Georgian Ice Hockey Federation / FBსაქართველოს ჰოკეის ნაკრები
საქართველოს ჰოკეის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჰოკეისტებმა ტურნირის ოთხ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვეს

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.

დასკვნით დღეს როლანდ სვანიძის შეგირდები ისრაელის გუნდს ხვდებოდნენ და ანგარიშით 3:7 დამარცხდნენ. სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საქართველოს ნაკრებმა მომდევნო სეზონის მეორე დივიზიონში ადგილი უკვე გაინაღდა.

საქართველოს ჰოკეის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა ჰოკეისტებმა მატჩის ანგარიში ალექსანდრ ვასილჩენკოს ზუსტი დარტყმის შემდეგ გახსნეს. თუმცაღა, ამის შემდეგ ანდრეი ილიენკოს კარში ექვსი შაიბა მოხვდა - ორი პირველ პერიოდში და ოთხი მეორეში.

დასკვნითი პერიოდი ჩვენი ჰოკეისტების სასარგებლოდ მიმდინარეობდა. ტაბლოზე ბორის კოჩკინის და იმავე ვასილჩენკოს გვარები აინთო. მატჩის ბოლო შაიბა ისრაელის იყო. მისი ავტორი არტიომ ვერნი გახდა.

ამგვარად, ტურნირის ხუთ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ორი გამარჯვება მოიპოვა - მექსიკასთან (3:2) და ისლანდიასთან (6:3) და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ალექსანდრ ვასილჩენკო, რომელმაც შვიდი შაიბა გაიტანა, ხოლო საუკეთესო ასისტენტი გახდა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, რომლის ანგარიშზეა ექვსი საგოლე გადაცემა.

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა >>

ისრაელის ნაკრებმა ჯგუფში ხითივე მატჩი მოიგო, დაიკავა პირველი ადგილი და საგზური მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში მოიპოვა. ბოლო ადგილზე ჩრდილოეთ კორეის ჰოკეისტები არიან, რომლებიც მომდევნო სეზონს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში გაგატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0