საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

© photo : Georgian Ice Hockey Federation / Tatiana Kozyulinaსაქართველოს ჰოკეის ნაკრები
საქართველოს ჰოკეის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გუნდმა მექსიკის ნაკრები დაამარცხა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში, რომელიც ამ დღეებში მექსიკაში იმართება.

В ჯგუფის მეორე მატჩში როლანდ სვანიძის გუნდმა მექსიკის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 3:2.

შეხვედრის მთავარი გმირი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრ ვასილჩენკო გახდა, რომელმაც მასპინძლის კარში სამი შაიბა გაიტანა – თითო პერიოდში თითო გოლი.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები - Sputnik საქართველო
კანადაში პირველი ქართველი ჰოკეისტი ითამაშებს

მატჩის ბოლოს მექსიკელებმა მეკარე მოედნის მოთამაშით შეცვალეს და უმრავლესობით შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა საქართველოს ნაკრებმა შეძლო მასპინძლის ფინალური შეტევის მოგერიება და ანგარიშის შენარჩუნება.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ ქართულ გუნდს საკუთარ აქტივში ერთი გამარჯვება და ერთი წაგება აქვს. პირველ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენებმა ჩრდილოეთ კორეის გუნდთან დათმეს ანგარიშით 4:9.

ქართული გუნდი შემდეგ მატჩს 24 აპრილს გამართავს ახალ ზელანდიასთან.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ჯგუფის გამარჯვებული ჩემპიონატის პირველ დივიზიონში საგზურს მიიღებს, ყველაზე სუსტი გუნდი კი მესამე დივიზიონში გადაინაცვლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0