ქართულმა ავიაკომპანიამ MyWay Airlines მოსკოვში ფრენები დაიწყო

© photo: courtesy of Myway Airlinesავიაკომპანია MyWay Airlines-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია MyWay Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
MyWay Airlines-ის ავიაპარკი შედგება Boeing 737-800-ის ტიპის ორი ავიალაინერისგან

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ქართულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია MyWay Airlines-მა დაიწყო პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულება მარშრუტით თბილისი-მოსკოვი, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გრაფიკის მიხედვით, კომპანია თბილისიდან მოსკოვის აეროპორტ „ჟუკოვსკის“ მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით, ხოლო 1 ივლისიდან ასევე ორშაბათობით.

პირდაპირ რეგულარულ რეისებს თბილისიდან რუსეთის ქალაქების მიმართულებით ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანიები „აეროფლოტი“, „პობედა", S7 Airlines, „ურალის ავიახაზები“ და Nordavia-Regional Airlines.

პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
პოლონეთში წამსვლელთათვის: ზაფხულში ბათუმსა და ვარშავას პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს

MyWay Airlines ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა 2018 წელს დააარსა და ამჟამად ის ფრენებს მხოლოდ ტელ-ავივის მიმართულებით ასრულებს.

გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. პირველი რეისი ავიაკომპანია MyWay Airlines-მა მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.

თბილისსა და კიევს დაბალბიუჯეტიანი „ახალგაზრდა" ავიაკომპანია დააკავშირებს >>

კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ერთ-ერთი პროექტია 2015 წლის ოლიმპიური ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის თბილისის გარეუბანში ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, სადაც ის ახლაც აგრძელებს დიდი დასახლების მშენებლობას.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური