თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, კახაბერ ფარცვანიამ წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2017-2018 სასწავლო წლების 86 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ რაოდენობის მედალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეკორდულია. სულ 61 ოქროს და 25 ვერცხლის მედალი გაიცა.
ალექსანდრე მოწერელიამ მედალოსნებს მიღწეული შედეგი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.