წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავზე: პირდაპირი ეთერის დრო

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიწმიდა ცეცხლი
წმიდა ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველის ყველაზე ადრინდელი წერილობითი მტკიცებულება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ, რომელიც საეკლესიო ისტორიკოსმა ევსევბი კესარიელმა შემოინახა, IV საუკუნეს განეკუთვნება.

იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარადამოსვლა ყოველ წელს ხდება აღდგომის წინა ღამეს - 2019 წელს უმნიშვნელოვანესი საეკლესიო მოვლენა 27 აპრილს მოხდება.

ათობით ათასი მომლოცველი მთელი მსოფლიოდან მიდის ტაძარში, რათა დაესწროს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას, განიბანოს მის მადლითმოსილ ცეცხლში და მიიღოს ღვთის კურთხევა. 

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა – რას ურჩევს საქართველოს საელჩო მომლოცველებს

ტაძარში მისვლას ხალხი ტრადიციულად წითელ პარასკევს საღამოს იწყებს. დიდ შაბათს დილიდან ეკლესიები უკვე გადავსებულია. ხალხითაა სავსე ტაძრისწინა მოედანიც.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველ დიდ შაბათს ადგილობრივი დროით 13-დან 15 საათამდე ხდება. უდიდეს სასწაულს მღელვარებით ელოდებიან არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებიც. მათ, ვინც იერუსალიმში ვერ მიდის, ამ სასწაულებრივი მოვლენის ნახვა პირდაპირი ეთერის საშალებით შეუძლიათ.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადაიცემა პირდაპირი ეთერით ყოველწლიურად. 

2019 წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის პირდაპირი ეთერი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის პირველი თვითმხილველი პეტრე მოციქული იყო. 

მორწმუნეები მაცხოვრის საფლავზე - Sputnik საქართველო
როგორ გადმოდის „ჭეშმარიტების ნათელი" ქრისტეს საფლავზე – თვითმხილველთა ნაამბობი

ბიბლიაში ნათქვამია, რომ, როდესაც პეტრემ ქრისტეს აღდგომის შესახებ შეიტყო და მის საფლავთან მივიდა, დაინახა მისი კვართი და საოცარი სინათლე საფლავში.

თვითმხილველის ყველაზე ადრინდელი წერილობითი მტკიცებულება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ, რომელიც საეკლესიო ისტორიკოსმა ევსევბი კესარიელმა შემოინახა, IV საუკუნეს განეკუთვნება.

ამ სასწაულს, თითქმის ქრისტიანობის დასაბამიდან, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები გამუდმებით აკვირდებიან.

ერთ-ერთი უძველესი აღწერა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ ეკუთვნის იღუმენ დანიელს, რომელმაც წმინდა საფლავი 1106-1107 წლებში მოილოცა.

ყველა ახალი ამბავი
0