მეცნიერებმა უარყვეს მითი 50 წელს გადაშორებულებთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიადამიანები ბიბლიოთეკაში
ადამიანები ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრეატიულობის მეორე ფორმა უკავშირდება არა რევოლუციური კონცეფციების მიგნებას, არამედ დაგროვებული ცოდნის გამოყენებით გარღვევების მოხდენას მეცნიერებაში თუ ცხოვრების სხვა სფეროებში.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ოჰაიოს (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ბრიუს უაინბერგი ირწმუნება, რომ კრეატიულობა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი თვისება არ არის, და კიდევ ერთი პიკი 50 წლის შემდეგ დგება. მეცნიერულ დასკვნას ჟურნალი De Economist-ი აქვეყნებს. 

ყავა - Sputnik საქართველო
ყავა სერიოზულ დაავადებებს ებრძვის: მეცნიერთა დასკვნა

უაინბერგმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კრეატიულობა, ანუ ამა თუ იმ პრობლემისადმი შემოქმედებითი, მოულოდნელი კუთხით მიდგომა და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი.

ამერიკელმა მათემატიკოსებმა, გამოიკვლიეს რა ნობელის პრემიის 30 ლაურეატის სამეცნიერო კარიერა, დაადგინეს, რომ ზემოთ ნახსენები მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.

კვლევისას მეცნიერებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ არსებობენ ორი სახის სწავლულები, რომლებსაც პირობითად „კონცეპტუალისტები“ და „ექსპერიმენტატორები“ შეგვიძლია ვუწოდოთ. აქედან პირველები თავიანთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომებს აქვეყნებდნენ და კრეატიულობის მაქსიმუმს ავლენდნენ დაახლოებით 25-29 წლის ასაკში, ხოლო მეორეები – 50 წლის შემდეგ.

როგორც ამერიკელი მკვლევარები ირმუნებიან, კრეატიულობის მეორე ფორმა უკავშირდება არა რევოლუციური კონცეფციებისა თუ თეორიების მიგნებას, არამედ ეტაპობრივად დაგროვებული ცოდნის გამოყენებით გარღვევების მოხდენას მეცნიერებაში თუ ცხოვრების სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0