როგორი ამინდი იქნება საქართველოში სადღესასწაულო უქმეებზე

გამოწერა
დასავლეთ საქართველოში შაბათსაც და კვირასაც ნაწილობრივი მოღრუბლულობა და ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოში თბილ, თუმცა წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. მათ შორის, აღდგომის დღესასწაულზე.

შაბათი აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო იქნება, ხოლო კვირას ნაწილობრივი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმებით.  ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 6 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღესასწაულზე  საქართველოში

დასავლეთ საქართველოში შაბათსაც და კვირასაც ნაწილობრივი მოღრუბლულობა და ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 8 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 28 გრადუსამდე დათბება. 

ქარის სიმძლავრე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 8-13მ/წმ-ს შეადგენს.  

შედარებით გაუარესდება ამინდი მომავალი კვირის დასაწყისში. ორშაბათს ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოღრუბლული ამინდი იქნება და იწვიმებს კიდეც.

ჰაერის ტემპერატურა ღამით საშუალოდ პლუს 8 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 26 გრადუსამდე დათბება. დაუბერავს 10-15მ/წმ სიმძლავრის ქარი.

თბილისში შაბათს მზაინი ამინდია მოსალოდნელი. ღამით პლუს 9 გრადუსი იქნება, დღისით კი ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება.

დედაქალაქში შედარებით გაუარესდება ამინდი კვირას. დღისით ნაწილობრივი მოღრუბლულობა და წვიმიანი ამინდი იქნება. ღამით ტემპერატურა პლუს 11 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი 24 გრადუსამდე აიწევს. დაუბერავს 8-13მ/წმ სიმძლავრის ქარი.  

თბილისში იწვიმებს ორშაბათსაც — როგორც ღამის, ისე დღის განმავლობაში.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, თერმომეტრის სინდიყი ღამით პლუს 12 გრადუსზე დაფიქსირდება, დღისით კი — 27 გრადუსზე. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

ყველა ახალი ამბავი
0