თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ანძის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელია.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.