თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გორიჯვრის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.