მორიგი დათმობა თუ... კალაძე ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს

გამოწერა
ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის განმავლობაში ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შესაბამისი კომპანიისთვის მიემართათ და როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერი მიეღოთ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ტაქსების 1500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როდიდან აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ტაქსები თბილისში>>>

ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელების ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს.

ტაქსის მძღოლი საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
„ტაქსების რევოლუცია“ აღარ იქნება - ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებები ირჩიეს

ინიციატივის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს ლიცენზია, ავტომობილის ღებვისა და ქიმწმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცემათ.

კალაძის განმარტებით, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის განმავლობაში ტაქსის მძღოლებს შესაბამისი კომპანიისთვის უნდა მიემართათ და როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერი მიეღოთ. მერის განცხადებით, 1500-მდე ტაქსის მძღოლმა გარკვეული მიზეზების გამო არ მიმართა კომპანიას და ვერ მიიღო ვაუჩერები.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. ამ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით მიმართონ შესაბამის კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე და როგორც ფერის შეცვლის, ასევე ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი მიიღონ", – განაცხადა კალაძემ.

რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

ტაქსის მძღოლებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0