ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliტაქსის მძღოლებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს
ტაქსის მძღოლებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის მთაწმინდისკენ მიმავალი გზა უკვე გახსნილია და ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქცია დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით გაიმართა. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, თავდაპირველად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შენობის წინ შეიკრიბნენ. იქიდან ავტომობილების კოლონა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დამოუკიდებელი საქართველოს“ თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართა. მძღოლების მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან ავტომობილზე თეთრი ფირის გადაკვრაზე. მძღოლები აცხადებენ, რომ მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა 2000 ლარი ღირს და ამხელა თანხის გადახდას ისინი ვერ შეძლებენ.

ტაქსისტების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლები მიტინგის გასაგრძელებლად ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაეშურნენ

ამ დროისთვის მთაწმინდისკენ მიმავალი გზა უკვე გახსნილია და ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ისინი დასახავენ სამოქმედო გეგმებს და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

„შეიძლება ითქვას, აქცია დასრულებულია. ახლა ვიკრიბებით ოფისში და დავსახავთ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება საკრებულოსთან აქციას, ეს დღევანდელ გეგმებში აშკარად არ შედიოდა. ჩვენ ვთქვით, რომ დავიწყებდით მსვლელობას და დავასრულებდით ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ასევე დაიგეგმება მჯდომარე აქცია“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელების ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს.

რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ტაქსის გადაღებვა საჭირო აღარ იქნება – თბილისის მერია ნაწილობრივ დათმობაზე მიდის

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

ტაქსისტებს 1 მარტიდან უფასოდ ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები ურიგდებათ. ვაუჩერებს აძლევენ იმ ტაქსისტებს, რომლებმაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მიიღეს და რომელთა ავტომობილებმა ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარეს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0