გურულების უპრეცედენტო პროექტი, ანუ „რა ყოფილა გურია“

გამოწერა
გურულებს რომ თავის გამოჩენა და საინტერესო ინიციატივები უყვართ, ეს ამბავი ახალი არ არის. ყველასთვის ცნობილია მე-19 საუკუნეში გურული მოჯირითეების თავბრუდამხვევი წარმატება ამერიკაში.

თუმცა ის, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა, როგორც შევიტყვეთ, მართლაც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა უშუალოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დააფინანსა, რათა მას გურიაში ერთი საშვილიშვილო პროექტი განეხორციელებინა.

უფრო ვრცლად ამ ამბის შესახებ მოსათხრობად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს და პროექტის „რა ყოფილა გურია“ დირექტორს ნანა თავდუმაძეს მივმართეთ.

© photo: courtesy of Nana Tavdumadzeნანა თავდუმაძე
გურულების უპრეცედენტო პროექტი, ანუ „რა ყოფილა გურია“ - Sputnik საქართველო
ნანა თავდუმაძე

– ქალბატონო ნანა, რით მოხიბლეთ ევროკავშირი, რომ მსგავსი პროექტისთვის თანხები გამოგიყოთ?

– ამ პროექტს გრძელი სახელი აქვს, მაგრამ მას მოკლედ „რა ყოფილა გურიას“ ვუწოდებთ. ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომლის უნიკალურობასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს: პირველად მოხდა ისე, რომ ევროკავშირმა დააფინანსა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, რომელმაც კოალიციაში გურიის დანარჩენი მუნიციპალიტეტები და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია გააერთიანა. მეორე ფაქტორი ისაა, რომ პროქტი უნიკალური მეთოდოლოგიით განხორციელდა, რადგან მის დასაწერად ბევრი ადამიანი გაერთიანდა.

© photo: courtesy of Nana Tavdumadzeნანა თავდუმაძე
გურულების უპრეცედენტო პროექტი, ანუ „რა ყოფილა გურია“ - Sputnik საქართველო
ნანა თავდუმაძე

– ანუ, ამ პროექტის დასაწერად „მილეთის გურულები“ შეიყარეთ?

– კი, ბატონო, ერთად შევიყარეთ და ლამის რევოლუცია მოვახდინეთ. ეს პროექტი მთელი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიმეორებ, ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა, რომ ევროკავშირს კონკრეტულად რომელიმე მუნიციპალიტეტის პროექტი დაეფინანსებინა. ჩვენი კატალოგიც და ტურიზმის განვითარების სტრატეგიაც ამ პროექტის პროდუქტია, რითიც გურიამ პრეცედენტი შექმნა. როცა გამოცხადდა კონკურსი, ჩვენ ორიგინალური ფორმა მოვძებნეთ და საკონკურსო განაცხადი ისე შევავსეთ, რომ მას კონკურენტი არ ჰყოლოდა. საინტერესოა, რომ სამი წლის მერე ხელახლა გამოცხადებულ სხვა კონკურსში ევროკავშირმა სამაგალითოდ გურია მიუთითა, ანუ სხვა პროექტებიც ამის ანალოგიურად უნდა შექმნილიყო. მის გასაცნობად პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა გურიაში. დღეს გურიის მაგალითი უკვე სხვა მუნიციპალიტეტებში განიხილება. 

© photo: courtesy of Nana Tavdumadzeნანა თავდუმაძე
გურულების უპრეცედენტო პროექტი, ანუ „რა ყოფილა გურია“ - Sputnik საქართველო
ნანა თავდუმაძე

– ვიცი, რომ საქართველოს ტურისტულ რუკაზე გურია არ იყო...

– დიახ, თავიდან გურია საქართველოს ტურისტულ რუკაზე არ ჩანდა, ამიტომ პროქტის მიზანი პირველ რიგში ის იყო, რომ ჩვენი კუთხე ტურისტულ რუკაზე გაჩენილიყო და ტურიზმი განვითარებულიყო. სამი წლის განმავლობაში ბევრი პროცესი დაიწყო, ბევრი რამის გაკეთება მოვასწარით: შეიქმნა ტურიზმის სტრატეგიის განვითარების ვებ-გვერდი და კატალოგი. ეს უკანასკნელი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რათა გურიაში ჩასულმა ტურისტებმა აღმოაჩინონ ჩვენი საოცრებები და თქვან – მართლაც რა ყოფილა ეს გურიაო. ძალიან ვემადლიერებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ბატონ გიო კილაძეს, რომელიც აქტიური ადამიანია და გურიის დიდი მოამაგე. სიახლე და ნოვაციაა, რომ ამ პროექტში ბატონ გიოს ინიციატივით ჩაერთვნენ გურული ბავშვები, რომლებმაც გადაიღეს ფოტოები კატალოგისთვის. ეს ფაქტობრივად ბავშვების მიერ დანახული გურიაა, რაც მას საინტერესოდ წარმოაჩენს. ეს პროექტი მომავალში ფართო მასშტაბით გაგრძელდება.

© photo: courtesy of Nana Tavdumadzeნანა თავდუმაძე
გურულების უპრეცედენტო პროექტი, ანუ „რა ყოფილა გურია“ - Sputnik საქართველო
ნანა თავდუმაძე

– მოდით, დავკონკრეტდეთ, გურიაში არსებულ რომელ სამ საინტერესო ადგილის მონახულებას ურჩევდით უცხოელ ტურისტებს?

– რა უნდა ნახოთ გურიაში? ჩვენ ვებ-გვერდზე მითითებულია ყველა გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის შედგენილი სხვადასხვა სათავგადასავლო, კულინარიული თუ კულტურული ტურები. სხვათა შორის, ჩვენი მობილური ჯგუფები იყვნენ გურიის თითოეულ სოფელში და ჩაიწერეს გურული ლეგენდები. აქ ჩამოსულმა აუცილებლად უნდა მოინახოს გურია მთიდან ზღვამდე, ჩვენ ხომ ორივე გვაქვს – მთაც და ზღვაც. ისინი უნდა გაეცნენ გურულ ფოლკლორს და უნდა გაიარონ ჩაის გზა, ეს ტური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივაა...

– კი, მაგრამ ჩაი რომ აღარ გვაქვს?

– სწორედ მაგიტომ უნდა გაიარონ, რომ ნახონ რა იყო ეს გზა. რაც შეეხება სამ ადგილს, იმდენად ბევრია ასეთი გამორჩეული ადგილი, რომ მიჭირს მათი გამოყოფა. პირველ რიგში მე შევთავაზებდი ბახმაროს, გომის მთას და, ლანჩხუთიც რომ არ გამოგვრჩეს, ნინოშვილის სახლ-მუზეუმის მონახულებასაც. ტურის დროს ვურჩევდი გურული ღვეზელი დააგემოვნონ...

– მაინც რა არის ის, რაც გურულებს სხვა კუთხის ადამიანებისგან გამოარჩევს?

– ესაა ჩვენი ოპტიმიზმი, სისხარტე, გულწრფელობა, სტუმართმოყვარეობა და გურული იუმორი, კიდევ... პოლიტიკისადმი დიდი ინტერესი!

 

ყველა ახალი ამბავი
0