რატომ შეუქმნა პრეზიდენტს „უხერხულობა“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციამ

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სასამართლო რეფორმა სასამართლოების მიმართ მოსახლეობის ნდობას გაზრდის

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების არჩევის ფარული კენჭისყრის გაუქმებასთან დაკავშირებით „უხერხულობას“ ქმნის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

Фемида - богиня правосудия - Sputnik საქართველო
რას მალავს სასამართლო „კლანონმდებლობა" და რატომ „გადააგდო" პარლამენტმა ვენეციის კომისია

გასულ კვირას პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესწორებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ზურაბიშვილის სიტყვებით, ვენეციის კომისიის ხუთი რეკომენდაციიდან მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ მხოლოდ ერთი არ გაითვალისწინა.

„ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ხუთი ძირითადიდან არ იქნა გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევას და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის გამწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, პრეზიდენტის აზრით, ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი.

თემიდა - Sputnik საქართველო
საქართველოში „სასამართლო სკანდალი“ სრულდება? – ვენეციის კომისიის ხმაურიანი დასკვნა

„იმედი მაქვს, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო მიიღებს ისეთ მართლმსაჯულების სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობის პრეტენდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას ეხება.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომელთაც უზენაეს სასამართლოში სურთ მუშაობა, კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა >>

ამასთან, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ოპოზიციის შენიშვნებიც - შერჩევის კრიტერიუმები შეავსო და დახვეწა ფორმულირება.

მეორე მოსმენისთვის ძალაში დარჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის ხუთივე ეტაპი, რომელიც პარლამენტმა ვენეციის კომისიის დასკვნამდე მიიღო. შეიცვალა მხოლოდ ზოგიერთი კრიტერიუმი და ვადა.

ვენეციის კომისია, ოფიციალურად – „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ - არის საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ორგანო, რომელიც 1990 წელს ევროპის საბჭოსთან შეიქმნა. კომისია საკონსტიტუციო სამართალთან დაკავშირებულ კანონებს აანალიზებს.

ყველა ახალი ამბავი
0