თბილისში ორი წლის გოგონამ დედა აივანზე ჩაკეტა

© Sputnik / Alexander Imedashviliმრავალსართულიანი კორპუსი თბილისში
მრავალსართულიანი კორპუსი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრე-მაშველები ბინის აივანზე სახურავიდან თოკებით დაეშვნენ და ბინაში იქიდან შეაღწიეს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში მეხანძრე-მაშველებმა ჩაკეტილი ბინიდან ორი წლის ბავშვი გამოიყვანეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

პატარა გოგონა ბინაში მარტო მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა აივანზე გასულ დედას კარები შიგნიდან ჩაუკეტა.

იმ დროს დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე ბინაში მარტო იმყოფებოდნენ.

მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ სწრაფადვე მივიდნენ. ისინი ბინის აივანზე სახურავიდან თოკებით დაეშვნენ და ბინაში იქიდან შეაღწიეს.

მაშველებმა პატარა გოგონა ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს და მშობელს გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0