სოლიდარობა პანკისს: დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება

© Sputnik / Shota Nozadzeპროტესტის აქცია რუსთაველზე
პროტესტის აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შექმნილი ვითარების გამო პანკისის ხეობაში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. პარლამენტის შენობასთან დღეს, პანკისელებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად აქცია გაიმართება, აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას: გამოიჩინეთ საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორისაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი.

„21 აპრილს, დილით პანკისის ხეობაში ჰესების სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ხელისუფლებამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ პირობა დაარღვიეს. მათ მდინარის კალაპოტში სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა დაეწყოთ. ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ადგილობრივთა მოტყუებას პანკისელთა უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. ხეობის მკვიდრნი ქუჩაში გამოვიდნენ და მძიმე სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუღობეს. ხელისუფლებამ დღესაც ძალადობრივი გზა აირჩია“, - აღნიშნულია დაანონსებული აქციის აღწერაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პანკისელებთან მინისტრის შეხვედრა დასრულდა: ჰესის საკითხი გადაიდო

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სოლიდარობის აქცია დაგეგმილია ბათუმშიც. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

შექმნილი ვითარების გამო პანკისის ხეობაში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0