მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას: გამოიჩინეთ საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის პანკისის ხეობაში, სადაც დღის პირველ ნახევარში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, შედარებით სიმშვიდეა.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. მოვუწოდებ პანკისელებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ხოლო ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ და ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ, ასე გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

გიორგი გახარია: „შსს-ს ვერავინ ვერასდროს ვერ შეუზღუდავს არეალებს“>>>

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორისაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი. 

პანკისის ხეობის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები: რა ვითარებაა პანკისის ხეობაში

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით, პანკისელების მოთხოვნა სამართლიანია, რადგან  აღნიშნული  ჰესი  სასიკვდილო საფრთხეს უქმნის  მათ საცხოვრებელ გარემოს.  ამასთან,  სააკაშვილმა  ხეობის მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდა.

„მე მინდა ვუთხრა ჩემს პანკისელ დებს და ძმებს: გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა. ახლა აუცილებელია დიალოგი.  მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას: ბოლოს და ბოლოს  გამოიჩინეთ რაღაც საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან“,- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში.  

შექმნილი ვითარების გამო პანკისის ხეობაში იმყოფებიან  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

გრიგოლ ვაშაძე: დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები პანკისის ხეობიდან>>>

ამ წუთებში პანკისის ხეობაში ვითარება შედარებით მშვიდია. თუმცა,  ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და ასევე სპეცრაზმი. ცოტა ხნის წინ თემის უხუცესმა მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0