ზურაბიშვილი: „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს...“

© photo: Salome Zourabichvili / FB სალომე ზურაბიშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე
სალომე ზურაბიშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იმყოფებოდა და საზღვრის ყველა სადაო მონაკვეთზე შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შაბათს დავით გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მესაზღვრეები მოინახულა და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის უსწრაფესი დემარკაციის მნიშვნელობა აღნიშნა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე.

რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საკითხში >>

1996 წლიდან საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის დაზუსტების სამუშაოების თითქმის 70% ჩაატარეს, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები შეიქმნა. დავის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ობიექტს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი წარმოადგენს. ამ VI საუკუნის კომპლექსს საქართველოსთვის დიდი კულტურულ-ისტორიული და სულიერი მნიშვნელობა გააჩნია.

„სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა დავით გარეჯი დაათვალიერა Europa Nostra-ს წარმომადგენლებთან ერთად, რომელმაც ეს ძეგლი საფრთხის ქვეშ არსებულად გამოაცხადა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველო აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ტურიზმის განვითარებას გეგმავს

„აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დავით გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება, რომელთაგან მთავარი სწორედ  დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახულია ისტორიული პიროვნებები, მათ შორის თამარ მეფე.

სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოშია განლაგებული.

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.

მამა დავით გარეჯელის სასწაულები, მეწველი ირმები და იერუსალიმიდან წამოღებული მადლის ქვები >>

„ევროპა ნოსტრა“ - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრა“ თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო.

საქართველო „ევროპა ნოსტრას“ ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0