პოლიციამ პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილი არ შეუშვა – იგი გურჯაანის პოლიციაშია გადაყვანილი

© Sputnik / Levan Avlabreliმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში მიმდინარე აქციაზე მიდიოდა, თუმცა,  მას გომბორის გზაზე პოლიცია დახვდა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik.  პოლიციამ პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი  19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პანკისის ხეობაში არ შეუშვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 მაჩალიკაშვილის ოჯახზე დაყრდნობით.

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები: რა ვითარებაა პანკისის ხეობაში>>>

გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში მიმდინარე აქციაზე მიდიოდა, თუმცა,  მას გომბორის გზაზე პოლიცია დახვდა. სამართალდამცავებმა იგი გურჯაანის სამმართველოში გადაიყვანეს. 

პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი - Sputnik საქართველო
პანკისის აქციის მონაწილე: მოსახლეობა შორიდან ვერ უყურებს ჰესის მშენებლობას...

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

ვითარება  მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0