გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიასთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად  დატოვეს

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა, სადაც მორიგი დაპირისპირებაა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირევლი არხი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
პოლიციამ პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილი არ შეუშვა – იგი გურჯაანის პოლიციაშია გადაყვანილი

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უკვე ორჯერ მოხდა.

გიორგი გახარია მოადგილე კახაბერ საბანაძესთან ერთად თელავში აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას მართავდა. აქციის მონაწილეებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დათმობაზე არ წავა, თუ ერთი პოლიციელი მაინც დაშავდება. გიორგი გახარიამაც მოადგილესთან ერთად შენობა დატოვა და ისინი პანკისის მიმართულებით გაემგზავრნენ. მოლაპარაკება კი ჩაიშალა.

დილით გავრცელდა ინფორმაცია სამი დაშავებული პოლიციელის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სწორედ ამ შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში ხეობაში დამატებითი ძალები შეიყვანეს. ვითარება მაშინვე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე  სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილობრივებმა შსს-ს მანქანა დააზიანეს. იწვის სამშენებლო კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი.

პანკისის ხეობის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები: რა ვითარებაა პანკისის ხეობაში

მოსახლეობა აცხადებს, რომ პოლიციასთან მეორე დაპირისპირება დამატებითი ძალების შეყვანამ გამოიწვია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არ დანებდებიან და ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ისინი ხეობიდან სპეცნაზის გაყვანას მოითხოვენ.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0