აღდგომა გარდამავალი დღესასწაულია. მას გაზაფხულზე პირველი სავსე მთვარის შემდეგ პირველ კვირა დღეს ზეიმობენ.
კათოლიკები აღდგომას მართლმადიდებლებისგან ცოტა განსხვავებულად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა რომ დღესასწაულის არსი ყველა ქრისტიანი მორწმუნისთვის საერთოა-მაცხოვრის აღდგომა.
მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის თარიღს კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთნაირი წესით განსაზღვრავენ, მართლმადიდებლების და კათოლიკეების აღდგომის თარიღები მაინც განსხვავდება და ამის მიზეზი გრიგორიანულ და იულიუსის კალენდრებში არსებული სხვაობაა.
თარიღებს შორის განსხვავება ზოგჯერ ერთ კვირას შეადგენს, ზოგჯერ რამდენიმეს, ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა კიდეც. მაგალითად ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომის თარიღები 2017 წელს დაემთხვა.
2019 წელს კათოლიკური ეკლესია აღდგომას 21 აპრილს იზეიმებს, ხოლო მართლმადიდებელი კი ერთი კვირის შემდეგ -28 რიცხვში.
კათოლიკეების სააღდგომო ტრადიციები, ადათ-წესები
აღდგომის წინ მარხვას მართლმადიდებლების მსგავსად კათოლიკეებიც ინახავენ. 2019 წელს კათოლიკური მარხვა 6 მარტს დაიწყო.
კათოლიკური მარხვა მართლმადიდებლურისგან არა მხოლოდ ხანგრძლივობით განსხვავდება, არამედ ტრადიციებითაც. მარხვის პერიოდი მათთვის 6 კვირას და 4 დღეს გრძელდება.
თუ მართლმადიდებლები დიდი მარხვისას უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ საკვებზე, კათოლიკური ეკლესია მრევლისგან მარხვის მკაცრად დაცვას მხოლოდ პირველ დღეს, ასევე წითელ პარასკევს და დიდ შაბათს მოითხოვს. სხვა დღეებში მორწმუნეთათვის რძის პროდუქტებს მიღება ნებადართულია.
საეკლესიო დღესასწაული კათოლიკურ ტაძრებში დიდი შაბათის საღამოს იწყება. ამ დღეს ცეცხლს და წყალს აკურთხებენ და სააღდგომო ღვთისმსახურებას ატარებენ. შემდეგ იწყება მსვლელობა ლოცვებითა და გალობით. ამ დღეს ასევე ტარდება ნათლობებიც - აღდგომის წინ გაქრისტიანება კათოლიკეებისთის განსაკუთრებული პატივია.
კათოლიკეები მაცხოვრის აღდგომას კვირა დღეს ზარების რეკვით და მსვლელობებით აღნიშნავენ. კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო მსახურება დილიდან იწყება.
კათოლიკური აღდგომის, ისევე როგორც მართლმადიდებლურის, მთავარი სიმბოლო კი შეღებილი კვერცხებია.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.