კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashviliსანტა კლაუსები
სანტა კლაუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს. ამ დღეს რომის პაპი, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მსოფლიოს 60 ენაზე ულოცავს შობას.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ქრისტეშობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. გრიგორიანული კალენდრით შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ. ამ დღეს ქალაქ ბეთლემში დაიბადა ძე ღვთისა იესო ქრისტე.

ეს ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია, ხოლო კათოლიკებისთვის – ყველაზე საზეიმო. ამ დღისთვის რთავენ სახლებს, ნაძვის ხეს, ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. შობის დღეს მრავალი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელ მსფლიოში გავრცელდა.

კათოლიკურ შობას არა მარტო კათოლიკეები, არამედ სხვადასხვა კონფესიების პროტესტანტები და ზოგიერთი მართლმადიდებლური გაერთიანებაც ზეიმობს. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს. 

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიკათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს
კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს

ყველაზე მასშტაბურად შობის დღესასწაული ბეთლემში – ქრისტეს შობის ადგილზე აღინიშნება. ტრადიციულად, მორწმუნე კათოლიკეებს იერუსალიმის პატრიარქი ულოცავს.

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს. ამ დღეს რომის პაპი, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მსოფლიოს 60 ენაზე ულოცავს შობას.

შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში მორწმუნეები იკრიბებიან და საზეიმო წირვა–ლოცვას ესწრებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0