ტენდერში გამარჯვება თუ კორუფციული გარიგება – რა მოხდა გლდანის გამგეობაში

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა მოქალაქეს უკანონო დახმარების სანაცვლოდ ეტაპობრივად გამოართვა 1,7 ათასი ლარი.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
სუს–მა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარა მოქალაქეს, რომ მოეგო გლდანის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რის სანაცვლოდაც პიროვნებისგან მოითხოვა და ეტაპობრივად მიიღო 1,7 ათასი ლარი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0