აზიის ბანკი საქართველოს სოფლის მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას დაეხმარება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeსახლი შუხუთში
სახლი შუხუთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ბანკს კრედიტი გამოეყო ლარში პროექტის ბენეფიციართათვის რისკების შემცირების მიზნით

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) Credo Bank-ს გამოუყო კრედიტი ახალი პროდუქტების ამოქმედებისთვის, კერძოდ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით კრედიტების გასაცემად, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.

Credo საფინანსო მომსახურების წამყვანი მომწოდებელია შინაური მეურნეობებისათვის, ასევე მიკრო- და მცირე მეწარმეებისთვის. ის ემსახურება დაახლოებით 230 ათას კრედიტორს, რომელთა ნახევარი ქალები არიან. ბანკის მიერ გაცემული კრედიტის საშუალო ოდენობა 2300 ლარს შეადგენს.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
იპოთეკა ახლად დაქორწინებულებისთვის: ეროვნული ბანკის განმარტება

კრედიტის ჯამური თანხმა 60 მილიონ ლარს შეადგენს. კრედიტები გაიცემა ქართულ ეროვნულ ვალუტაში საქართველოს სტრატეგიის მხარდასაჭერად, რომელიც ლარის გამოყენების გაზრდას და უცხოური ვალუტის გამოყენებისას საკრედიტო რისკების შემცირებას ითვალისწინებს.

კრედიტის სახსრები განკუთვნილია დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის, რომლებიც სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში ცხოვრობენ.

„ეს აზიის განვითარების ბანკის მიერ „კრედოსთან“ განხორციელებული მეორე პროექტია და ბანკს საშუალებას აძლევს, გააფართოვოს მომსახურების სფერო, რომელიც მოიცვას მცირე ბიზნესს და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობა ქალია“, - განაცხადა ADB-ს კერძო სექტორის ოპერაციების წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა რაინერ ჰარტელმა.

ADB-მ ასევე ბანკს გამოუყო ტექნიკური დახმარება 500 ათასი დოლარის ოდენობით, რომელიც ხელს შეუწყობს Credo-ს მომსახურების არეალის გაფართოებას შორეულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 100 მლნ დოლარი გამოყო >>

„გამოყოფილი რესურსები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კეთილდღეობის ზრდას და რეგიონში სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება“, - ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკმა 2007 წლიდან საქართველოს 2,8 მილიარდი დოლარის კრედიტი დაუმტკიცა, მათ შორის არასუვერენული კრედიტების ჯამმა 255 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0